ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ , ბიზნესი და ლოგისტიკური კომპანიები ,სრულიად სხვა გამოწვევის წინაშე დააყენა .

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ისევ გრძელდება

რაც იმას ნიშნავს ,რომ უახლოეს მომავალში ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება , ეს კი დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს მისი ტრანსპორტირების აუცილებლობას ,რაც ლოგისტიკური კომპანიების გარეშე-შეუძლებელია. 

„ თუ დღეს 50 მილიონი ვაქცინა იქნებოდა მზად , დიდი ალბათობით ,ჩვენ ვერ შევძლებდით მათ შეუფერხებლად ტრანსპორტირებას .“ Glyn Hughes2020 წლის მთავარი გამოწვევა - ლოგისტიკურ კომპანიებს , ეს არის ვაქცინის შეუფერხებლად მიწოდება მსოფლიოს ყველა წერტილში .

ლოგისტიკური კომპანიები ,აცხადებენ რომ მათ უწევთ დაგეგმონ მთელი რიგი საკითხები ისე ,რომ ზუსტად არც იციან: რა რაოდენობის ვაქცინის ტრანსპორტირება იქნება საჭირო , სად აწარმოებენ მას და რა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა დასჭირდება აღნიშნულ ვაქცინას. მათი ვარაუდით , რაოდენობა იქნება დაახლოებით , 20 მილიარდი.

მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული და ლოგისტიკური კომპანიები ,ვარაუდობენ , რომ ვაქცინის ტრანსპორტირება , დაემთხვევა პერიოდს , როცა გადაზიდვები ყველაზე აქტიურია(სექტემბერი-თებერვალი) , ამიტომ საჭიროა კარგად გაწერილი გეგმა ,რათა პროცესები არ შეფერხდეს , ამის გამო დიდი გადამზიდი კომპანიები ,როგორიცაა : FedEx , DHL და ა.შ. უკვე მუშაობენ სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის და პირობების შექმნაზე, რათა დაასაწყობონ ვაქცინები.

ხოლო რაც შეეხება მის ტრანსპორტირებას,ეს კიდევ უფრო დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული-,ამისთვის საჭიროა რეჟიმიანი მაცივარი ( -70 c ), მსგავსი გადაზიდვა კი არასტანდარტულია და სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს.


Atlas Air Worldwide Holdings Inc.-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო , გადამზიდი კომპანიაა და ემსხურება ისეთ გიგანტებს როგორიცაა , მაგალითად ამაზონი. მისმა კომერციულმა დირექტორმა მაიკ სტინმა განაცხადა :“ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა საატრანსპორტო ინდუსტრიისთვის .’’ Michael T. Steen, its Commercial Director.

მხოლოდ ვაქცინის დასაწყობება და ტრანსპორტირება არ წარმოადგენს პრობლემას ,ლოგისტიკური კომპანიები ფიქრობენ რომ , ზოგიერთ ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა ,ხელს შეუშლის მის შეუფერხებლად ტრანსპორტირებას , რაც იმას ნიშნავს , რომ მსოფლიოს ყველა წერტილამდე მისაღწევად 2 წელი იქნება საჭირო .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

როგორ რეაგირებს ლოგისტიკური ინდუსტრია კლიმატის ცვლილებებზე ?

პარ ოქტ 23 , 2020
It’s now widely accepted across the scientific community that human activity is causing a dramatic increase in the production of greenhouse gases, most significantly carbon […]
ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian