ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისით, ლოგისტიკა ნიშნავს საქონლის მიღებას იქ, სადაც საჭიროა. მარტივად ჟღერს, არა? სინამდვილეში, სიმართლე ის არის, რომ მუდმივად მზარდი გლობალური მიწოდების ჯაჭვით, ლოგისტიკა უფრო რთული გახდა, ვიდრე ოდესმე.
როგორც წამყვანი ლოგისტიკური კომპანია საქართველოში, ავღნიშნავთ, რომ ჩვენი კლიენტები ხშირად მოგვმართავენ შემდეგი პრობლემის გადასაჭრელად: ისინი გრძნობენ, რომ ეფექტურად არ ტრანსპორტირებენ საქონელს, მათი გადაზიდვის ხარჯები ბიუჯეტს აჭარბებს ან მათი ტვირთი დანიშნულების ადგილამდე არ მიდის დროულად. "დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის ეფექტური პროცესი საქონლის წარმოებიდან - საბოლოო მომხმარებლამდე ეფექტური გადაადგილებისა და შენახვისთვის ”- არის ლოგისტიკის განმარტება DOT- ის მიერ.
როგორც ადგილობრივი ლოგისტიკური კომპანია, შემიძლია ვთქვა რომ გადაზიდვების დეტალურად ცოდნა მხოლოდ ჩვენი საქმეა, თქვენ ამ დეტალებზე არც კი უნდა იდაროთ. ქვემოთ წაიკითხავთ ათ ფაქტს ლოგისტიკის შესახებ
ფაქტები ლოგისტიკაზე
ლოგისტიკა, მსოფლიოს უმსხვილეს ინდუსტრიებს შორისაა.
დაახლოებით 70% საქონელი საქართველოში ტრაილერებს შემოაქვთ. მათ მილიონების ღირებულების საქონელი გადააქვთ ყოველწლიურად.
საქართველოში ასობიბით მძღოლია, რომელთაც გადააქვთ საქონელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია ამ სფეროში.
ლოგისტიკური ინდუსტრია ექვსი სხვადასხვა სექტორისგან შედგება: საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო, სასაწყობო მეურნეობა და საწყობი.
კომპანიები, რომლებიც თავიანთ ლოგისტიკას ატარებენ, ამცირებენ გადაზიდვის ხარჯებს, საშუალოდ, დაახლოებით 13 პროცენტით.
მესამე მხარის ლოგისტიკური კომპანიების 90 პროცენტზე მეტი თვლის, რომ წარმატების გასაღები: კომუნიკაცია, მოქნილობა და გახსნილობაა.
მესამე მხარის ლოგისტიკურ კომპანიებს აქვთ უზარმაზარი რესურსების ქსელი, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეასრულონ მიწოდების ჯაჭვის ყოველი ნაბიჯი ეფექტური და ხარისხიანად.
ბიზნესი აცხადებს, რომ ლოგისტიკის აუთსორსინგის მთავარი მიზეზი მოქნილობაა; მესამე მხარის ლოგისტიკურ კომპანიას უნარი აქვს ინდივიდუალურად შესთავაზოს დამკვეთს ყველაფერი რაც სწორედ მათ კომპანიას სჭირდება.
ლოგისტიკის აუთსორსინგის საშუალებით, ბიზნესი არ ავნებს თავიანთ კაპიტალს.
ლოგისტიკას რეალურად აქვს ორი ძირითადი მიმართულება, შიდა და გარე (შემომავალი და გამავალი), თუმცა კომპანიების უმეტესობა მხოლოდ ერთზე ამახვილებს ყურადღებას.
საქართველოში ლოჯისტიკის ლიდერი, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი გადაზიდვის, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უსწრაფესი, ყველაზე ეფექტური და ეკონომიურად მდგრადი მეთოდებით. ჩვენ ინფორმირებულნი ვართ ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და გვაქვს შესაძლებლობა მოვახდინოთ მომარაგების ჯაჭვის თითოეული რგოლის კორექტირება და გაუმჯობესება, რათა თქვენთვის საუკეთესო ლოგისტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ.