ტერმინი-ლოგისტიკა არის მატერიალური და მისი შესაბამისი ნაკადების მოძრაობის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზაცია, შესრულება და კონტროლი შესყიდვის მომენტიდან წარმოების და საქონელმოძრაობის (ტრანსპორტირება და სასაწყობო მეურნეობა) ჩათვლით, საბოლოო მომხმარებლამდე, ბაზრის მოთხოვნების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით, მინიმალური დანახარჯებითა და საშუალებების რაციონალური გამოყენებით.

ისტორიულად ლოგისტიკა ვითარდებოდა როგორც სამხედრო დისციპლინა. ამ სფეროსთვის ეს ტერმინი ცნობილია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IX საუკუნეში (ბიზანტია), რომელიც ძირითადად ზურგის კარგად მუშაობას ნიშნავდა (სამხედრო მოსამსახურეთა ზურგი - არის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი; სამხედრო შენაერთების, ნაწილების, ქვედანაყოფების, დაწესებულებების ერთობლიობა რომლებიც ანხორციელებენ შეიარაღებული ძალების და ფლოტის უზრუნველყოფას ცხოვრებისა და საბრძოლო საქმიანობისათვის ყველა აუცილებელი საშუალებებით), შეიარაღებული ძალების ყველა აუცილებელი საშუალებით უზრუნველსაყოფად, ესე იგი ნიშნავდა მუშაობას, რომელიც საბრძოლო წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

”ჩემს ლოგისტებს იუმორის გრძნობა არ აქვთ ... მათ იციან, თუ ჩემი კამპანია ჩაიშლება, ისინი პირველნი არიან, ვისაც მოვკლავ”.
- ალექსანდრე დიდი

სამხედრო სფეროს გარდა ლოგისტიკის განვითარების მეორე მიმართულება არის ეკონომიკური მიმართულება, რომელშიც ლოგისტიკაში იგულისხმება მეურნეობრიობის სამეცნიერო - პრაქტიკული მიმართულება, რომელიც გამოიხატება წარმოებისა და მომსახურეობის სფეროში მატერიალური და მასთან დაკავშირებული ინფორმაციული და ფინანსური ნაკადების ეფექტიან მართვაში.

ლოგისტიკა არის მეცნიერება დაგეგმვის, კონტროლის და მართვის შესახებ, ასევე ტრანსპორტირება, დასაწყობება და სხვა მატერიალური და არამატერიალური ოპერაციების შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფს ნედლეულის და მასალების მიტანას წარმოებიდან მომხმარებლამდე; ნედლეულის შიდაქარხნულ გადამუშავებას, აგრეთვე მასალების და ნახევარფაბრიკატების გადამუშავებას მომხმარებლის მოთხოვნილების და ინტერესების შესაბამისად, ამასთანავე შესაბამისი ინფორმაციის მიღებას, გადამუშავებას და გადაცემას.

თანამედროვე რეალობაში, ამ ტერმინმა ყოველდღიური გამოყენების ფუნქციაც კი შეითავსა.

-ლოგისტიკას ვინ მიხედავს?

მაგალითად, თუ თქვენ მიდიხართ ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად, შეგიძლიათ თავისსუფლად გადააბაროთ ერთ-ერთ მეგობარს ლოგისტის ფუნქციები, რაც მოიცავს; ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას, დასარჩენი ადგილს, სხვადასხვა სახის საგზალსა და სწორი მარშრუტის არჩევას.

ლოგისტიკა - არის მეცნიერება საქმიანობის სხვადასხვა სახეების ერთობლიობის შესახებ, რომელიც მიმართულია საჭირო რაოდენობის პროდუქციის მისაღებად დადგენილ დროს და წინასწარ დადგენილ ადგილზე, რომელშიც ამ პროდუქციაზე მოთხოვნა ჩამოყალიბდა.

ლოგისტიკა - არის მეცნიერება, დანახარჯების ეფექტიანი და ეკონომიკური თვალსაზრისით დაგეგმვა, რეალიზაცია და კონტროლი, მასალების გადატანის და შენახვის ოპერაციების, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ინფორმაციისა, საქონლის მიწოდების შესახებ წარმოების ადგილიდან მოხმარების ადგილამდე კლიენტურის მოთხოვნათა შესაბამისად.

ლოგისტიკა - კომპლექსური მიმართულება მეცნიერებაში, რომელიც მოიცავს მატერიალური ნაკადების მართვის პრობლემებს.


ლოგისტიკა - მეცნიერება წარმოების და განაწილების რაციონალური ორგანიზაციის შესახებ, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის წარმოების საშუალებების მომარაგებას, გასაღებას და განაწილებას.

ლოგისტიკა - მეცნიერება დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის შესახებ საწარმოში შემოსული იქ გადამუშავებული და იქიდან გამოსული მატერიალური და მისი შესაბამისი ინფორმაციული ნაკადებისა.

ლოგისტიკა - მიმართულება ეკონომიკის სფეროში, რომლის ფარგლებშიც წყდება წარმოებაში, ტრანსპორტზე და განაწილებაში მატეტიალური და ინფორმაციული ნაკადების მართვის კომპლექსური სისტემების დამუავებისა და დანერგვის პრობლემა, მოთხოვნის სრული და თავისდროული დაკმაყოფილებისათვის.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლოგისტიკა აუცილებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეცნიერებაა კაცობრიობისა და სამყაროს განვითარებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

საქართველო ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულში შედის

სამ ნოე 10 , 2020
Georgia is considered by many to be the birthplace of wine, and its history can be traced back over 8000 years when the people of […]
ka_GEGeorgian
en_USEnglish ka_GEGeorgian